09:40 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 19:13:47, 1998 ნახვა

კომენტარი
ტოივო კლაარი: შეშფოთებული ვარ ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ტოივო კლაარი ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

როგორც კლაარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული ფაქტი შემაშფოთებელია.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი აამოქმედა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაფირების ფორმატის ფარგლებში ფაქტები დადგინდება“, - წერს ევროგაერთიანების სპეციალური წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ცხინვალის საავადმყოფოში გვიან ღამით, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,საოკუპაციო რეჟიმმა 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics