09:40 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 18:51:44, 2043 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე ყველა დონეზე მოვახდენთ რეაგირებას და მოვითხოვთ პასუხისმგებლობას

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით,  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი.

სესიაშვილი ამბობს, რომ ტატუნაშვილი სეპარატისტული რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.

„უმძიმესი ფაქტია,  პირველ რიგში ოჯახს ვუსამძიმრებ. ეს არის სამწუხაროდ სეპარატისტული რეჟიმისის მორიგი მსხვერპლი. იცით, რომ სუსი ჩართულია  პროცესში და ცხელი ხაზის მეშვეობით ცდილობს რეალურად დაადგინოს,  რა იყო გარადცვალების მიზეზი, ყველა დონეზე ჩვენ ამ ფაქტზე მოვახდენთ რეაგირებას და მოვითხოვთ პასუხისმგებლობას“,-აღნიშნა სესიაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics