00:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-22 16:47:11, 1433 ნახვა

კომენტარი
ფადი ასლი: ომეგა ჯგუფმა საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო, ხელისუფლებაზე უსამართლო თავდასხმები დაიწყო

„ომეგა ჯგუფმა საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო, ხელისუფლებაზე  უსამართლო თავდასხმები დაიწყო“, - ასე აფასებს საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი „ომეგა ჯგუფის“ მიერ ბოლოდროინდელ განცხადებებს.

ფადი ასლის თქმით, ომეგა ჯგუფის ბრალდებები ბავშვურია და მას არავინ დაიჯერებს:

 „ომეგა ჯგუფმა ხელისუფლებაზე საკუთარი ფინანსური პრობლემების გამო, უსამართლო თავდასხმები დაიწყო. ეს იგივეა, რომ ვიღაცა, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს,ბანკში მივიდეს დასაყაჩაღებლად. როდესაც პოლიცია შეაჩერებს, თავის პრობლემებში პოლიცია დაადანაშაულოს. ეს ბრალდებები ბავშვურია, არ არის  სანდო, ვფიქრობ, ვისაც ერთი გრამი ტვინი აქვს თავში, მსგავსს არაფერს დაიჯერებს“,-განაცხადა ფადი ასლიმ.

შეგახსენებთ, თამბაქოს მწარმოებელი ომეგა ჯგუფი, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ აფინანსებს, ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.  ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ ომეგა ჯგუფზე ზეწოლა  „ იბერიას“  ფინანსურ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის.

ტელეკომპანია იბერიის ჟურნალისტების სახელით, რამდენიმე დღის წინ  განცხადება ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა გააკეთა:

„ტელეკომპანია იბერიას მთავარი დამფინანსებელი არის ომეგა ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. კომპანია ომეგა დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც ტელეკომპანია იბერიას სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს, - აღნიშნავენ „იბერიაში“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics