00:25 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 16:31:39, 1462 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: თურქეთთან მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ბიზნესს ექსპორტის 20%-ით გაზრდის შესაძლებლობა მიეცემა

„ჩემს კოლეგასთან მოლაპარაკებების შედეგად, ქართულ ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში. საუბარია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ცოცხალი პირუტყვი, მათ შორის, მსხვილფეხა საქონელი, აგრეთვე ცხვარი და თხა. საუბარი ასევე გვქონდა ქართულ თაფლზე, აგრეთვე სხვა ისეთ ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე, რომლებსაც თურქეთის  ბაზარზე პირველად შესვლის შესაძლებლობა მიეცემათ", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ეკონომიკის მინისტრ ნიჰათ ზეიბექჩისთან თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების მიმართულებით მოლაპარაკების ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მოლაპარაკება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მოლაპარაკების შედეგად, თურქეთის მხარე დათანხმდა, გარკვეულ ქართული წარმოშობის პროდუქციაზე გააუქმოს სატარიფო ბარიერები და შეზღუდვები საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტებზე, ან გაზარდოს არსებული კვოტის მოცულობა.

„თურქეთი საქართველოსთვის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია. სავაჭრო ბრუნვა 1,5 მილიარდ დოლარზე მეტია და აქედან, ჩვენი ექსპორტი თურქეთში 200 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს. ამდენად, მოლაპარაკებების შედეგები თავისუფალი ვაჭრობის გაფართოების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ექსპორტიორებისთვის," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოება ასევე გულისხმობს სერვისებით ვაჭრობის მიმართულებასაც, რაც აქამდე არ იყო გათვალისწინებული არსებული შეთანხმებით. სერვისებით ვაჭრობის მიმართულებით მოლაპარაკებები თურქეთის მხარესთან გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics