2018-02-21 10:33:36, 1255 ნახვა
კომენტარი
ტუღუში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე: ეს ყველაფერი გააჩენს დამატებით პრობლემებს მედიისთვის
„ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გააჩენს დამატებით პრობლემებს მედიისთვის - პირველ რიგში ტელევიზიებისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი ტუღუშმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ წარმოდგენილ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს.
„ამას ემატება კიდევ საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლება რეგულაციებიდან, რომელიც უკავშირდება შესყიდვებს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ წამოწყებას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ცნობისთვის, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე დღეს იმსჯელებს.
ავტორი: ,