22:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 15:19:07, 1642 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მუხთარლის საქმეზე კომისიის შექმნის საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ, თუ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დადებს

„აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და ამ საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დებს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქმეს ახლა პროკურატურა იძიებს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აფგან მუხთარლის დაკითხვა შეუძლებელია, გამოძიების პროცესში პროკურატურას გარკვეული სირთულეები აქვს.

„თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ არ გამოვრიცხავდით საგამოძიებო კომისიის შექმნას. მუხთარლის საქმე ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კითხვები ძალიან ხშირად ისმება, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ესეც რომ არ იყოს, ბუნებრივია, ჩვენთვის არის,  მნიშვნელოვანი, რომ გაირკვეს ბოლომდე, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ამ მიმართულებით არის განსაკუთრებით დაინტერესებული. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამას სჭირდება აწონ-დაწონვა.  ვიცით, რომ  მოთხოვნა იყო, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროდან   პროკურატურაში გადასულიყო, რაც გაკეთდა და ახლა პროკურატურა იძიებს საქმეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება, მივცეთ დამატებით დრო პროკურატურას იმისათვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება. პროკურატურას აქვს, ბუნებრივია, თავისი სირთულეები ამ საქმის გამოძიების დროს, მათ შორის იმის გამო, რომ შეუძლებელია მუხთარლის დაკითხვა, გამოკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ართულებს, ბუნებრივია, საქმის გამოძიებას. ჩვენ შეგვიძლია, ჯერჯერობით, პროკურატურას მივცეთ დრო იმისთვის, რომ დამატებით გამოიძიოს საქმე. თუმცა, რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს დღის წესრიგიდან, ზოგადად, მოხსნილი არ არის და ამ საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დებს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტსა და მთავარ პროკურორს აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics