22:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 15:05:56, 1820 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ჩაბუქის გათავისუფლებაზე: თურქეთი არის სტრატეგიული პარტნიორი და მეგობრული ურთიერთობა აუცილებლდ შენარჩუნდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოთი გათავისუფლებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო თურქეთთან მეგობულ ურთიერთობას შეინარჩუნებს. მანვე დასძინა, რომ მმართველი გუნდი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

"ეს იყო სასამაღთლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება და ჩვენ ბუნებრივია პატივს ვცემთ ამ გადაწვეტილებას. რაც შეეხება საერთაშორისო პოზიციებს ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობას. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი ყველა პირობებში დავალაგოთ ურტიერთობები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობრული ურთიერთობა აუცილებლდ შენარჩუნდება", - განაცძადა კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, საექტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე, 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics