22:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 15:07:54, 1418 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მთავარი ამოცანაა, მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას - შესაძლოა თუ არა ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს.

„ ჩვენ თავის დროზე, როცა მოგვენიჭა ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს იყო არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ პირველ რიგში პასუხისმგებლობა. ეს პასუხიმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა როგორც ხელისუფლებიდან, ასევე თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ, ხელისუფლებას ეს პასუხისმგებლობა გაცნობიერებული გვაქვს, მთავარია, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ იქამდე, ვიდრე პრობლემა გაჩნდება. ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ. მთავრობამ მოიწვია შეხვედრა იმისთვის, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და დაისახოს გეგმები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა მუშოაბა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. თუმცა ამაში თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე იყოს საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონსულტაციები პრევენციულ ღონისძიებებზე გაგრძელდება.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან, რაც საჭიროა ყველაფერი გაკეთდება პრევენციისთვის სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ეს, ამ ეტაპზე დაკონკრეკება რთულია. ჩვენ გვექნება კონსულტაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics