21:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 13:36:55, 1624 ნახვა

კომენტარი
ზაზა ხუციშვილი: უფრო მაღალი ალბათობაა, რომ ვეტო იქნება დაძლეული

„უფრო მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ვეტო იქნება დაძლეული",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ზაზა ხუციშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აზრთა სხვადასხვაობაა მმართველი გუნდის იმ წევრებს შორისაც, ვინც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

„მოგეხსენებათ, რომ წამყვანმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა თავის დროზე კანონპროექტს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში სხვა პრობლემა იყო ასახული და არა ის, რასაც კომიტეტმა დაუჭირა მხარი, ანუ საკითხი ეხებოდა ერთის მხრივ შესყიდვებს და მეორე მხრივ, სტარტაპებს. მე ვფიქრობ, რომ გამომდინარე დეპუტატების განწყობიდან, იმის გათვალისწინებით, რომ კანონი გავიდა მესამე მოსმენის დროს და მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა, უფრო მაღალი ალბათობაა, რომ ვეტო იქნება დაძლეული“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics