19:52 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 15:53:48, 1633 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი ივნისის ბოლომდე იქნება მიღებული

„გვესაჭიროება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კონსტიტუციასთან და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც უნდა მომზადდეს და რომელიც უნდა მივიღოთ, რეალურად, ივნისის ბოლომდე, იქნება სწორედ მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიქმნას.

„ახალი კონსტიტუცია, ახალი რედაქცია ამოქმედდება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან, მას შემდეგ, რაც ფიცს დადებს ახალი პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ მანამდე გვესაჭიროება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კონსტიტუციასთან და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც უნდა მომზადდეს და რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენ, რეალურად, ივნისის ბოლომდე, იქნება სწორედ მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი. ამასთან დაკავშირებით შეიქმნება, ზოგადად, ჰარმონიზაციის კომისია. ასევე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური კომისია მიწის კანონპროექტთან დაკავშირებით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განვიხილავთ ამ კანონპროექტს და მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საქართველოში, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების ინტერესებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics