19:55 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-14 09:34:23, 1686 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი „ევროპულ საქართველოზე“: ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი

„ვინც ჩამოგვშორდა, ის სადღაც, უფსკრულში გაუჩინარდა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა..

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაფართოვდეს.

„ნაციონალური მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა, რომელიც ვერ მოისყიდეს. რაც ივანიშვილმა რესურსები დახარჯა შანტაჟზე, გახლეჩვაზე, შავ პიარზე, რას მიაღწია? ვინც ჩამოგვშორდა, ის სადღაც, უფსკრულში გაუჩინარდა, როგორც მოსალოდნელი იყო და ვაფრთხილებდი, არავის უყვარს მოღალატე და განდგომილი, მით უმეტეს გაყიდული. ვინც დარჩა, ათასგვარი წნეხის ქვეშ არის, მაგრამ ამის გარდა უნდა გავფართოვდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ პრაიმერისი. რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, იმ ადამიანს, ვინც ხმა ამოიღო, ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამია. მე არ მიხსენებია, რახან თავისი თავი დაწვეს, ვთქვათ პირდაპირ. რანაირად მოხდა, რომ რაც ჩემი ლანძღვა დაიწყეს, თბილისის ვიცემერი დააბრუნეს საქართველოში. მშვენივრად დააბრუნეს, გაქცეული იყო. ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი მშვენივრად დააბრუნეს საქართველოში და მაგრად აკეთებს ბიზნესს. უცებ ამ პატარა ჯგუფს ბევრი ფული გაუჩნდა. რანაირად ხდება, თუ ამაში ივანიშვილი არ არის ჩართული", - განაცხადა სააკაშვილმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics