19:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 17:06:15, 1816 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან წყნარად ჩავფრინდები უკრაინაში და იქ ხალხი დამხვდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლონეთს უფლება აქვს, რეადმისიით ის ისევ უკრაინას გადასცეს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ის ევროპის ქვეყნებში ჩასვლას აპირებს, რის შემდეგაც უკრაინაში დაბრუნდება.

"ეს სხვათაშორის არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ვარშავაში მაძევებენ. ბოლოს, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე გადავედით ჩემს გვერდით პოლიტიკოსები, მხარდამჭერები და ევროპარლამენტარები იყვნენ. მაშინ მე შავ სიაში ვიყავი შეყვანილი. ეს მარშრუტი ჩემთვის უცხო არ არის. შემდეგ ჯერზე, ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან, ჩვეულებრივი რეისით მე წყნარად ჩავფრინდები ბორისპოლში და იქ მე ხალხი დამხვდება. პოროშენკო ახლა სუსტია და ეს დრო უნდა გამოვიყენოთ. უახლოეს დღეებში ოჯახის წევრებს შევხდები ჰოლანდიაში. ევროპის ქვეყნებში გადაადგილების პრობლემა არ მაქვს. გაჩერებას არ ვაპირებ - საქმეები მაქვს უკრაინაშიც და საქართველოშიც", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics