19:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 17:58:04, 1460 ნახვა

კომენტარი
ლევან გოგიჩაიშვილი: ვერ გამოდიან იმ კომპლექსიდან, რომ ოჯახებში ისევ ხელი აფათურონ

„გიორგი კვირიკაშვილს ყველაფერი რიგზე აქვს, განსაკუთრებით დეკლარაციის მხრივ, ეს არის პოპულიზმი და მეტი არაფერი”, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გიორგი კვირიკაშვილს დეკლარაციის მიხედვით,  გასულ წელს მამამ 50 000 დოლარი აჩუქა, ხოლო პრემიერს 200 ათას ლარზე მეტი კრედიტი აქვს დაფარული, როცა მისი ოჯახის შემოსავალი 80 ათას ლარზე ცოტა მეტია.

ხაბეიშვილის თქმით, დეკლარაციაში ასახული შეუსაბამო ციფრები, სავარაუდოდ, ,,შავი ფულის“ გათეთრებაზე მიუთითებს.

ლევან გოგიჩაიშვილი ხაბეიშვილის ამ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს:

„ძალიან სამარცხვინოა ეს ახალი სახე „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ თვითონ ფაქტი არის კიდევ ორმაგად სამარცხვინო და პოპულიზმი, მაშინ როდესაც ხდება ჩვენი ხელისუფლების დროს, რომ მთავარი თანამდებობის პირველი პირები აბსულუტურად ყველაფერს აკეთებენ გამჭვირვალედ, დეკლარაციაში შეჰყავთ ყველა მონაცემი, კითხვის ნიშნის ქვეშ არ ტოვებს თანამდებობის პირის დეკლარაციის სისტემა, არც შიგნით, არც საერთაშორისო ორგანიზაციებში, არც ჩვენ პარტნიორებს, რადგან სისტემა თავიდან ბოლომდეა ის აწყობილი, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალეა, დღევანდელი ეს პოპულისტური სანახაობა ერთადერთ რამეს ემსახურებოდა, რომ ვთქვათ რაღაც ეთქვათ პრემიერ-მინისტრზე, ადამიანზე, რომლის წესიერება ამ საკითხებში არანაირი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ყველაფერი ამ ადამიანს გამჭვირვალედ აქვს გაკეთებული. ეს არის ერთი მხარე. მეორე მხარე, ვინც იცნობს ბატონ გიორგის და მის ოჯახს, კარგად იციან, რომ მისი მამა დიდი ხანია მეწარმეა, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით აქვს თავისი საქმე, შესაბამისად, იმ ადამიანებისთვისაც კითხვის ნიშნები არ არის, რომ ვთქვათ მას ჰქონდა ეს თანხა, რომელიც უნდა ეჩუქებინა შვილისთვის. მესამე, ვერ გამოდიან იმ კომპლექსიდან, რომ ოჯახებში ისევ ხელი აფათურონ, ახლა უკვე ოპოზიციიდან, რა თქმა უნდა, უნიჭოდ, მაგრამ მაინც დამახასიათებელი თვისებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს მოიშლის და მეორეთხე, ეს არის ყველაფერი ერთი დღის ამბავი, რომ რაღაც ითქვას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამის ირგვლივ შეიძლება ითქვას არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაფერი გამჭვირვალეა, განსაკუთრებით გამჭვირვალეა პრემიერის ეს დეკლარაცია, შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, შეადაროს წინა წლებთან და თვითონ გამოიტანოს დასკვნები, არა ხაბეიშვილის რაღაც ინტერპრეტაციებით, ტყუილებით- არამედ რეალურად. როგორ ფიქრობთ, ამდენი ორგანიზაციები მუშაობს, „გამჭვირვალობა“ და სხვა ხაბეიშვილმა აღმოაჩინა, ის არის აღმომჩენი? ეს არის ერთი დღის... რომ ხაბეიშვილმა დაიწეროს ქულები მელიასთან ... ამ მხრივ კვირიკაშვილს ყველაფერი რიგზე აქვს, განსაკუთრებით დეკლარაციის მხრივ, ეს არის პოპულიზმი და მეტი არაფერი”,-ამბობს გოგიჩაიშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics