19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 17:29:44, 1554 ნახვა

კომენტარი
ბესელია მუხთარლის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

ბესელიას შეფასებით, ასეთი თემების პოლიტიკურ ორგანოში გადმოტანა ყოველთვის უფრო მეტ პოლიტიზირებას აძლევს პროცესს:

„და მე, როგორც იურისტი, საკითხს ვუყურებ არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, სამართლებრივ ჭრილში, რისი მიღება გვინდა? გვინდა, რომ გამოძიებამ დაადგინოს ფაქტები? გამოძიებამ თუ ფაქტები უნდა დაადგინოს, ამისთვის საგამოძიებო ორგანოებს  გაცილებით მეტი მექანიზმი და რესურსი აქვთ. თუ გვინდა, რომ საკითხს  ჰქონდეს უფრო მეტი პოლიტიკური ელფერი და შინაარსი, რაც არის, ვფიქრობ, მთავარი  მოტივიაცია ამ საკითხის ისევ დღის წესრიგში დაყენების, მე არ მგონია, რომ ეს  იყოს სასარგებლო არც საქმისთვის, არც პროცესისთვის, არც თავად ამ ადამიანისთვის,  ამიტომ, ჩვენთვის მთავარია, გამოძიების ობიექტურად  წარმართვის შედეგები მოვისმინოთ და ამაზე ვიმსჯელოთ, შემდეგი ეტაპი რა შეიძლება  იყოს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics