19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 14:43:53, 1598 ნახვა

კომენტარი
ზოიძე: ევროპისთვის დაბალკვალიფიციური მუშახელის წყარო არ უნდა ვიყოთ

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, შრომით მიგრაციას ხელი უნდა შეეწყოს, თუკი საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებები და ინტერესები დაცული იქნება.

კერძოდ, ზოიძის შეფასებით, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები გახდნენ:

"მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ, მაქსიმალურად მეტი თანხა გადაუხადონ მათ და მეტი შემოსავალი შემოვიდეს ამ ქვეყანაში, მეტად კვალიფიციურები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ დაბალკვალიფიციური მუშახელის წყარო არ უნდა ვიყოთ ევროპისათვის, ჩვენ უნდა ვიყოთ მაღალკვალიფიციური მუშახელის მწარმოებელი, რომელიც წარმატებით დასაქმდება საქართველოში  და ასევე სხვა ქვეყანაშიც გლობალურ ბაზარზე მაღალ ტექნოლოგიებში და შემოიტანს ამ ტექნოლოგიებს ჩვენს ქვეყანაში. ვეთანხმები პოზიციას, რომ ამ ქვეყანაში ის დარგები უნდა განვითარდეს პირველ რიგში, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების, მაღალ ინდუსტრიული და მაღალი წარმოების ინტენსივობით ხასიათდება და რომელიც კონკრეტულ დოვლათს მოგვიტანს, კონკრეტული ადამიანებისათვის კეთილდღეობას, მაღალ შემოსავლებს", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics