2018-02-09 17:13:14, 2306 ნახვა
მსოფლიო
რადას დეპუტატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
უკრაინის სახალხო დეპუტატის იგორ ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა უკვე დააკავეს.
ამის შესახებ დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"მარაზმის ქრონიკებიდან... მიხეილ სააკაშვილი "ალფამ" დააკავა", - წერს ლუცენკო.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად სასტუმროში სპეცრაზი მივიდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცედურის გასაგრძელებლად არანაირი წინაღობა არ არსებობს.
ავტორი: ,