20:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 16:53:00, 1965 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის ბიუჯეტი დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელტა პალატამ დღეს ფედერალური ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ახალი ბიუჯეტის თანახმად, 2 წლის განმავლობაში დასაშვები სახელმწიფო ხარჯების ლიმიტი 300 მილიარდი დოლარით გაიზრდება.

მედიის ცნობით, ბიუჯეტს მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა, 186 კი, შინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს 3 საათით ადრე აშშ-ის სენატმაც დაუჭირა მხარი.

კონგრესის ორივე პალატის მიერ მიღებულ დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ ამერიკის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა, რადგან კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება მეორე მცდელობითაც ვერ შეძლო. მანამდე,19 იანვარს კენჭისყრის ჩავარდნის მიზეზი, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დოკუმენტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები გახდა. მთავრობა რამდენიმე დღე არ მუშაობდა. მოგვიანებით, კი დროებითი ბიუჯეტი მიიღეს, რომლის ვადაც 8 თებერვალს ამოიწურა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics