18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 15:59:51, 1790 ნახვა

კომენტარი
გახარია: ვგეგმავთ ვიზიტებს იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის ატაშეების ინსტიტუტების გაძლიერებას ვაპირებთ

ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.

გახარიას თქმით, ის მიღწევა, რომელიც საზოგადოებამ მოიპოვა შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის სახით, უნდა იყოს შენარჩუნებული.

„ჩვენ ამ მიმართულებით  გვაქვს კიდევ უფრო მეტი გეგმები. ვგეგმავთ ვიზიტებს იმ ქვეყნებში, სადაც ვაპირებთ ჩვენი პოლიციის ატაშეების ინსტიტუტების გაძლიერებას, მათი ეფექტურობის ამაღლებას და ასევე - იმ ქვეყნებში, სადაც დღეს პოლიციის ატაშეები არ გვყავს და სადაც პოლიციის ატაშეები უნდა გაჩნდნენ", - განაცხადა გახარიამ.

დღევანდელ საგანგებო თათბირში ასევე ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს. აღნიშნულის მიზეზად ისინი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას ასახელებენ.

ამასთან, თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკის თანახმად, 2016 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics