20:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 18:23:29, 2488 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: ნება იბოძეთ და გამასამართლეთ „სახელმწიფო გადატრიალებისა და ФСБ-სთან თანამშრომლობისთვის“

„როგორც ამას უკრაინული კანონმდებლობა მოითხოვს“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

სააკაშვილის თქმით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო საქართველოში ექსტრადიციაზე იმიტომ ალაპარაკდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე „ჩამოიშალა“.

„შემთხვევით, ეს ის პროკურორი ხომ არ არის, რომელიც პუტინის ბრძანებით, სახელმწიფოს გადატრიალებაში მადანაშაულებდა და ტელევიზიით მულტფილმებს აჩვენებდა?!  მას შემდეგ რაც ჩემ წინააღმდეგ საქმე „ჩამოეშალათ“, საქართველოში აპირებენ ჩემ ექსტრადირებას.

არა, ნება იბოძეთ და გამასამართლეთ „სახელმწიფო გადატრიალებისა და ФСБ-სთან თანამშრომლობისთვის“, როგორც ამას უკრაინული კანონმდებლობა მოითხოვს. რა, საქმე ჩამოგეშალათ? მოწმეები გაიქცნენ, „მტკიცებულებები“ გაქრა, „სატელეფონო საუბარი“ დამონტაჟებული გამოდგა? მაშინ დამანებეთ თავი და ნუ მიშლით ხელს, დავკავდე პოლიტიკით უკრაინაში და ვიხსნა ხალხი ოლიგარქების და ბარიგებისგან, მათ შორის თქვენგან, ბატონო უდიპლომო პროკურორო“, - დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, ის ნებაყოფლობით ან იძულებით  დეპორტაციას დაექვემდებარება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics