20:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-08 16:54:39, 2865 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მის დაპატიმრებას ნიშნავს - არ მსურს მისი ქართულ ციხეში გაგზავნა

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ინფორმაციით, თუ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, ის ნებაყოფლობით ან იძულებით  დეპორტაციას დაექვემდებარება.

ლუცენკოს განცხადებას ТСН ავრცელებს.

"თუ სასამართლო დაადგენს, რომ მას უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის უფლება არ აქვს, მისთვის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. პირველი - ნებაყოფლობითი დაბრუნება მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში, მაგალითად ჰოლანდიაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ჰოლანდიაში დაადასტურეს მზაობა მიიღონ ის ოჯახის გაერთიანების პროგრამის Family Union ფარგლებში. მეორე - ნებაყოფლობითი ან იძულებითი დეპორტაცია მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ ქვეყანაში, ან იმ ქვეყანაში, საიდანაც ის უკრაინაში არალეგალურად გადმოვიდა - ანუ პოლონეთში. მესამე ვარიანტი - ექსტრადირება საქართველოში ქვეყნის მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე", - განაცხადა ლუცენკომ და დასძინა, რომ საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირება მის დაკავებას გულისხმობს.

"ექსტრადირებისთვის საჭიროა კიდევ რამდენიმე ხანგრძლივი სასამართლო პროცესის გავლა. მაგრამ, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. უკრაინამ ხელი მოაწერა შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის საქართველოს წინაშე. ჩემთვის ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება მის დაპატიმრებას ნიშნავს. გულწრფელად ვამბობ, არ მსურს მისი ქართულ ციხეში გაგზავნა“, - აღნიშნა იური ლუცენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics