17:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 14:18:21, 1550 ნახვა

კომენტარი
ინაშვილი: პარლამენტის ყველა წევრის სირცხვილია, რომ დღეს ბავშვები შიმშილობენ

„სამშობლო მარტო მთები და გორები კი არ არის, სამშობლო ცოცხალი ადამიანებია, რომლებიც დღეს სულს ღაფავენ ამ ქვეყანაში და უკვე ტელევიზიით ეუბნებიან ხელისუფლებას - გვშია!“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანისი“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სიღარიბე ქვეყნის მთავარი გამოწვევაა და ხელისუფლებას ამ პრობლემის დასაძლევად, ეროვნული პროგრამის შემუშავებისკენ მოუწოდა.

„სიღარიბე არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ეს დარბაზი იმისთვისაა, რომ ჩვენ ვისაუბროთ ადამიანებისთვის მტკივნეულ თემებზე და ამ კანონებსაც ამიტომ ვიღებთ.  მინდა გითხრათ, რომ ამ კანონების ცენტრში დგას ადამიანი. ფეხზე რომ ვდგავართ, ჰიმნს რომ ვუსმენთ და რომ ვმღერით გულში „ჩემი ხატია სამშობლო“, სამშობლო მარტო მთები და გორები კი არ არის, სამშობლო ცოცხალი ადამიანებია, რომლებიც დღეს სულს ღაფავენ ამ ქვეყანაში და უკვე ტელევიზიით ეუბნებიან ხელისუფლებას-გვშია! მე თქვენ გეკიტხებით დღეს, რომ დამთავრდება ჩვენი საპარლამენტო ვადა და სახლში მივალთ, ჩვენ შვილებს რას ვეტყვით, 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვისხედით პალამენტში და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ იმისათვის, რომ ფიზიკურად გადაგვერჩინა ჩვენი ერი. ამას ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ. საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის სირცხვილია, რომ დღეს ბავშვები შიმშილობენ“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები პირველი და მეორე მოსმენით  ათზე მეტ კანონპროექტს განიხილავენ. მათ შორის, „საქართველოს კანონის პროექტებს „იურიდიული დახმარების შესახებ", „ადვოკატთა შესახებ", „სახელმწიფო პენსიის შესახებ", „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ", „საავტომობილო გზების შესახებ" კანონპროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics