17:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 16:27:30, 1531 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: შპს „ლანცეტის“ დირექტორს არანარი პასუხისმგებლობა არ აქვს იმაზე, როგორ ჩაატარებს ოპერაციას ტრანსპლანტოლოგი

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორის, ფარმან ჯეირანლის სასამართლო პროცესი 8 თებერვლისთვის გადაიდო.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა, რის შემდეგაც, მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს.

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, დაცვის მხარემ საკუთარ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ფარმან ჯეირანლის უშუალოდ არ ჰქონდა შეხება ოპერაციასთან, რომელიც ორი დამიანის გარდაცვალებით დასრულდა.

მისივე განმარტებით, კლინიკის დირექტორს არანაირი  პასუხიმგებლობა და შეხება  არ აქვს იმასთან, თუ როგორ და როდის ჩაატარებს ოპერაციას ტრანსპლანტოლოგი.

„ფარმან ჯეირანლის არ ჰქონდა უშუალო შეხება ამ ოპერაციასთან, რომელიც, სამწუხაროდ, ორი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა. ჯერ ზოგადად არ დადგენილა, რომ ეს ოპერაციები ჩატარდა რაიმე დარღვევით, რომ რაიმე საექიმო შეცდომას ჰქონდა ადგილი, მაგრმ ეს ასეც რომ იყოს, კლინიკის დირექტორს, ამ საავადმყოფოს მფლობელს, არანაირი შეხება და პასუხისმგებლობა არა აქვს იმასთან, როდის და როგორ ჩაატარებს ოპერაციას ტრანსპლანტოლოგი. აქედან გამომდინარე, უცნაურია, რომ ამ ტრანსპლანტოლოგს რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, 9 თვის განმავლობაში, არათუ ბრალი არ წაუყენეს, არც დაკითხულა. სულ ერთი კვირის წინ წაუყენეს ბრალი, როცა შეატყვეს, რომ ფარმან ჯეირანლის წინააღმდეგ, არგუმენტები არ არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ძალიან სუსტია. იგი სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

8 თებერვლის სხდომაზე, უკვე ბრალდებული- კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი, სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს, რის შემდეგაც, მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ შ.პ.ს „ლანცეტის“ დირექტორი,  პაციენტებისგან, დიდი ოდენობით ფულადი თანხის, მოტყუებით დაუფლებისა დ სიცოხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა.

პროკურორის მტკიცებით, ფარმან ჯეირანმა, პაციენტების თანხა თაღლითურად მიითვისა და ოპერაცია ლიცენზიის გარეშე ჩაატარა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics