10:02 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-06 11:56:15, 2719 ნახვა

მსოფლიო
მალდივის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

მალდივის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

პოლიტიკური კრიზისი პირველ თებერვალს დაიწყო, როცა  ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ  ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ ნაშიდისა და კიდევ რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გააუქმა. მათ ბრალად ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა ედებოდათ.

სასამართლოს გადაწყვეტილბას, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ეწინააღმდეგება და 15 დღის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობა ძალოვნებს პოლიტიკური კრიზისის დროს, ქვეყანაში ეჭვმიტანილების დაკავების დამატებით უფლებამოსილებას აძლევს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან ერთ საათში მალდივებზე ექსპრეზიდენტი აბდულ გაი უმი დააკავეს.  რომელიც ახლანდელი პრეზიდენტის აბდულა იამინის ნახევარძმაა.

სამართალდამცველებმა ასევე უზენაესი სასამართლოს 2 მოსამართლე დააპატიმრეს. თუ რა ბრალდებები აქვთ წაყენებული დაკავებულებს, ამ დრომდე უცნობია.

3 თებერვალს მალდივების პარლამენტმა უსაფრთხოების მიზნით დროებით მუშაობა შეაჩერა. ქვეყანაში პრეზიდენტის მომხრეების და მოწინააღმდეგეების მიტინგები გაიმართა.

მალდივის კუნძულებზე დისლოცირებულ სამხედროებს ქვეყნის დედაქალაქ მალეში დაბრუნება უბრძანეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics