17:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 18:44:11, 1621 ნახვა

კომენტარი
სანჯეი პრადანი: ეს წელი საქართველოს წელია ღია მმართველობის პარტნიორობაში

„ღია მმართველობის პარტნიორობის" ლიდერთა ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი, „OGP"-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და თბილისის მერი „ღია მმართველობის პარტნიორობის" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ. შეხვედრა ევროპის ლიდერთა ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, თეა წულუკიანმა და კახა კალაძემ სანჯეი პრადანთან განიხილეს მე-5 გლობალურ სამიტთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც თბილისში 17-19 ივლისს ჩატარდება.

რა აქტივობებია დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში; როგორ ხედავს „OGP"-ის თავმჯდომარე ქვეყნა პარტნიორობის პრიორიტეტებს, რა იქნება სამიტის ძირითადი თემები და როგორ ემზადება ქალაქი თბილისი ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისათვის − ამ საკითხებზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრმა და ქალაქის მერმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" აღმასრულებელ დირექტორთან.

„ეს წელი საქართველოს წელია ღია მმართველობის პარტნიორობაში. ჩვენ ველით ამ დიდ სამიტს, რათა საქართველომ უჩვენოს თავისი მიღწევები და შედეგები", − განაცხადა სანჯეი პრადანმა.

საქართველომ გლობალური  სამიტისათვის სამზადისი უკვე დაიწყო. პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის სახელით, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა, მოსაწვევები უკვე დაეგზავნათ „OGP"-ის წევრი 75 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს, პარტნიორობის მონაწილე ქალაქების მერებს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics