|
2018-02-05 18:47:56, 1594 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ჩაბუქის ექსტრადირება საქართველოს ავტორიტეტის უკიდურესი შელახვა და მართლმსაჯულების სამარცხვინო ნაბიჯი იქნება
დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე, პროკურატურის მიერ, საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვას ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აქვთ მყარი მტკიცებულებები, რომელიც ასაბუთებს, რომ მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში დაუშვებელია. ადვოკატის განმარტებით, ჩაბუქს ექსტრადირების შემთხვევაში, თურქეთში წამება მოელის. ამასთან, სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების უკანონო მოთხოვნას დიდი ანგარიშს უწევს: „ სამწუხაროდ, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, პროცედურა, რომელიც შეეხებოდა ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას, გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება- მისი სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება, ძალინ დიდი ანგარიშს უწევს თურქეთის ხელისუფოების უკანონო მოთხოვნას და მზად არის, უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც მოელის წამება, გადასცეს თურქეთის მხარეს. ჩაბუქის ექსტრადირება იქნება ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტის უკიდურესი შელახვა და ქართული მართლმსაჯულების სამარცხვინო ნაბიჯი“,-განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. შეგახსენებთ, 26 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის ხელისუფლება ბრალად შადვოკატი: ჩაბუქის ექსტრადირება საქართველოს ავტორიტეტის უკიდურესი შელახვა და ქართული მართლმსაჯულების სამარცხვინო ნაბიჯი იქნება დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე, პროკურატურის მიერ, საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვას გამოეხმაურა ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი. მისი თქმით, აქვთ მყარი მტკიცებულებები, რომელიც ასაბუთებს, რომ მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში დაუშვებელია. ადვოკატის განმარტებით, ჩაბუქს ექსტრადირების შემთხვევაში, თურქეთში წამება მოელის. ამასთან, სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების უკანონო მოთხოვნას დიდი ანგარიშს უწევს: „ სამწუხაროდ, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, პროცედურა, რომელიც შეეხებოდა ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას, გვიჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება- მისი სასამართლო სისტემა და აღმასრულებელი ხელისუფლება, ძალინ დიდი ანგარიშს უწევს თურქეთის ხელისუფოების უკანონო მოთხოვნას და მზად არის, უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც მოელის წამება, გადასცეს თურქეთის მხარეს. ჩაბუქის ექსტრადირება იქნება ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტის უკიდურესი შელახვა და ქართული მართლმსაჯულების სამარცხვინო ნაბიჯი“,-განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. შეგახსენებთ, 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის ხელისუფლება ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.ეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.
თენგო თევზაძე - ევროპაში კობახიძეს თარსი შეარქვეს: სადაც ჩავიდა, არჩევნები ყველამ წააგო
თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)