2018-02-04 16:40:14, 2743 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში მასშტაბურ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის შტატში მასშტაბური ავარია მოხდა. სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 139 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი გადაჰყავდა, რელსებიდან გადავიდა და სატვირთო მატარებელს დაეჯახა.
dailystar-ის ცნობით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.
სამგზავრო მატარებელი ნიუ იორკიდან მაიამიში მიემგზავრებოდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
ავტორი: ,