2018-02-03 19:00:52, 2710 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 82 ადამიანი დააკავეს
თურქეთში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცის შედეგად ტერორიზმში ეჭვმიტანილი 82 ადამიანი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეიდები ერთდროულად 16 მისამართზე განხორციელდა. მათივე ცნობით, დაკავებულებს შორის თურქეთის 5 და უცხო ქვეყნის 77 მოქალაქეა.
ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მასალებიც ამოიღეს.
სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ დაკავებულებს სტამბოლში თავდასხმების მოწყობა ჰქონდათ დაგეგმილი.
ავტორი: ,