17:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 16:43:14, 1706 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: აუდიტის სამსახურიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული

„აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ, რომ ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებულ შემოწმების ანგარიში განიხილეს.

სესიაშვილი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას აუდიტის სამსახურის როლს შეეხო და უწყების მიერ მომზადებული დასკვნები შეაფასა.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს აუდიტის სამსახურის ეფექტური მუშაობა და ის გეგმები, რაც ამ სამსახურს გააჩნია. აუდიტის სამსახური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება წარმოდგენილ დასკვნებს - აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებიც ადასტურებენ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის კუთხით. პროგრესია როგორც ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე დარღვევების კლების ტენდენციების თვალსაზრისით და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს. რეკომენდაციების ნაწილში ჩვენი ერთობლივი მუშაობა გრძელდება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული გარკვეული ადმინისტრაციული ხარვეზები მოდის და თუმცა ამ მხრივაც, აქაც შეინიშნება გამოსწორების ტენდენციები", - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს გაეცნო. გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics