|
2018-02-03 16:32:06, 1858 ნახვა
კომენტარი
აბესაძე: მნიშვნელოვანია, წლების წინ დაფიქსირებულ დარღვევებზე თავდაცვის მინისტრის მოსაზრებები მოვისმინოთ
„მნიშვნელოვანია, რომ წლების წინ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით თავდაცვის დღევანდელი მინისტრის მოსაზრებები მოვისმინოთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო. „თავდაცვის სფეროში „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ხშირ შემთხვევაში არის მცდარი და თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების გაცილებით უფრო ეფექტურად გამოყენება თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის არის აბსოლუტურად შესაძლებელი. ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ წლების წინ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მოვისმინოთ თავდაცვის დღევანდელი მინისტრის მოსაზრებები, თუ რამდენად ეთანხმება ის იმ დარღვევებსა და ნაკლოვანებებს, რომელზეც აუდიტის სამსახური საუბრობს, რამდენად გამოსწორებულია ეს უწყებაში და რა ნაბიჯები გადაიდგმება მომავალში იმისთვის, რომ ისედაც მწირი თანხები, უფრო მეტად მიზანმიმართულად იქნას გამოყენებულ“, - განაცხადა აბესაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)