15:31 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 16:03:59, 1709 ნახვა

კომენტარი
მექვაბიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს

„შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და ყველაზე საკითხზე ნდობის ჯგუფის წევრებთან კონსტრუქციული განხილვა შედგა“, - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს და ამ პროცესში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აკისრია.

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილვა შეეხებოდა შესყიდვების და ფინანსურ  ნაწილს, რომელთაც გრიფით საიდუმლო ადევთ. დანარჩენ ნაწილში დასკვნები საჯაროა და გამოქვეყნებულია. შეხვედრა იყო ძალიან პროდუქტიული და ყველაზე საკითხზე ნდობის ჯგუფის წევრებთან კონსტრუქციული განხილვა შედგა. შევთანხმდით, რომ შეხვედრებს  სისტემური ხასიათი მიეცემა და განვიხილავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც აუდიტის სამსახური ნებისმიერი შემოწმების მიმართულებით შედეგობრივად დებს. აქ მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მაჩვენებელი გაიზარდოს და ამ პროცესში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აკისრია", - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს გაეცნო. გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics