15:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 12:59:04, 1647 ნახვა

კომენტარი
აბესაძე - თავდაცვის სფეროში გამოყოფილი ბიუჯეტის ნაწილი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას არ ხმარდებოდა

„აუდიტის დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას არ ხმარდებოდა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტის დასკვნას განიხილავენ.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ თავდაცვის სფეროში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მცდარი და ზოგიერთ შემთხვევაში მავნებლურია.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკითხის განხილვა გაფართოებულ ფორმატში უნდა მოხდეს, სადაც შესაბამისი მინისტრებიც იქნებიან მიწვეული.

„წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ არ ხმარდებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. ეს გვაძლევს საშუალებას განვაცხადოთ, რომ ჩვენი წლების განმავლობაში გაკეთებული პოლიტიკური შეფასება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავდაცვის სფეროში არის მცდარი და ზოგიერთ შემთხვევაში მავნებლური. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ იმ პრობლემებზე და მათ შორის, დანაშაულებრივ საკითხებზე, რაზეც საუბარია აუდიტის დასკვნაში ნდობის ჯგუფზე უფრო მეტად გაფართოებულ ფორმატში, თუნდაც, კომიტეტის ფორმატში, დახურულ რეჟიმში, რადგანაც საუბარია, სახელმწიფო საიდუმლოებაზე, მოწვეულ იქნეს თავდაცვის მინისტრი და შესაბამისი მინისტრები და პასუხი გაეცეს, მართლაც, რამდენად გამოსწორდა ის დარღვევები, რაც არსებობდა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროებში ჩატარებული აუდიტის დასკვნას განიხილავენ. დოკუმენტი, რომელიც გრიფით საიდუმლოა, 2015-2016 წლებს მოიცავს. შეხვედრას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილიც ესწრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics