|
2018-02-02 20:00:17, 1785 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მარტივი ხელმისაწვდომობა ამ სექტორის მიმართ ინტერესს გაზრდის
„ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, მომართვის საფუძველზე ინფორმაცია მიიღოს საქართველოში არსებული წიაღისეული რესურსების საბადოებისა და გამოვლინებების შესახებ ელექტრონულად და მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ წიაღისეულის მართვის ფართომასშტაბიანი რეფორმის ფარგლებში მიიღო, რაც ამ სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, ასევე ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი გარემოს შექმნას ემსახურება. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მარტივი ხელმისაწვდომობა გაზრდის ინტერესს ამ სექტორის მიმართ, ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)