|
2018-02-02 18:34:11, 1684 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი ხეების გადატანაზე: აქ არანაირი აპოკალიფსური და კატასტროფული არ ხდება
შავი ზღვის სანაპიროდან ასწლოვანი ხეების დენდროლოგიურ პარკში გადატანის საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დენდროლოგიური პარკების მშენებლობა საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში დღეს მიმდინარე გადარგვის პროცესს, დავითაშვილის თქმით, აღნიშნული კანონის შესაბამისობაში ხორციელდება: „არსებობს სპეციალური ნებართვები, განსაზღვრულია მთელი რიგი პირობები და კანონმდებლობა კიდევ ბევრ რამეს განსაზღვრავს, როცა ასეთი ტიპის ოპერაციები სრულდება.ასეთი ტიპის ოპერაციების სწორად შესრულებაზე პასუხისმგებელია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და თითოეულ პირობას, რომელიც გაცემულია, ჩვენ ვუკეთებთ მონიტორინგს. მერწმუნეთ, იქ მოხდება როგორც ნიადაგის რეკულტივაცია, ისე ბიოლოგიური საფარის აღდგენა და აქ არანაირი აპოკალიფსური და კატასტროფული არ ხდება. პირიქით, ვფიქრობ, ეს გაზვიადებულია“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)