15:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 17:50:27, 2127 ნახვა

კომენტარი
ლევან გოგიჩაიშვილი: მარგველაშვილის ადმინისტრაცია სააკაშვილის დაკრულზე ცეკვავს

"მარგველაშვილის ადმინისტრაცია სააკაშვილის წისქვილზე წყალს ასხავს და ეს მიხეილ სააკაშვილის დაკრულზე ცეკვაა", - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით.

უმრავლების წევრის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველადი რეაქცია აბსოლუტურად არაადეკვატური იყო.

"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩვენ დღეს ვმსჯელობთ არის ინიციატივა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააჟღერა და ის რეაქციები, რომლებიც ამ ინიციატივას მოჰყვა. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ინიციატივა გახდებოდა ერთიანობის კიდევ ერთი დემონსტრაცია, მინიმუმ იმ ადამიანების მხრიდან მაინც, რომლებთანაც ერთობლივი ბრძოლის წარსული გვაქვს - ტირანიასთან, დიქტატურასთან, უსამართლობასთან და რეჟიმთან. სამწუხაროდ ბოლო კვირების განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ვისმენთ ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებებს ყველა მიმართულებით. ეს ყველაფერი საღ აზრს არის მოკლებული. მათ დაიწყეს ისეთი ინიციატოვის კრიტიკა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას დააზღვევს. პრეზიდენტმა არაპროფესიონალური და წინდაუხედავი განცხადებით, "გაამართლა" მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება და გამოვიდა აღშფოთებით, თუ როგორ შეიძლება ადამიანის გასამართლება საქმეზე როგორიც არის შეწყალების აქტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველადი რეაქცია იყო აბსოლუტურად არაადეკვატური. ეს იყო ორი რამით მოტივირებული: პირველი მათ ვერ გაიგეს რასთან ჰქონდეთ საქმე ან მეორე - მათ გაიგეს და დაიწყეს საბოტაჟი", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა "იმედის" ეთერში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics