05:13 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 16:44:42, 1603 ნახვა

სამართალი
EMC ქობულეთის პანსიონატის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მის პარტნიორ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმიანობისთვის განგრძობადი და დისკრიმინაციული ხელშეშლის საქმეზე განმცხადებლების ინტერესებს იცავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, განაცხადი ევროპულ სასამართლოში გაგზავნილია ა(ა)იპ "ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის" და ქობულეთში მცხოვრები 7 მუსლიმი პირის სახელით.

განმცხადებლები სასამართლოში დავობენ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა), მე-9 მუხლის (რელიგიის თავისუფლება), პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება), პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის (განათლების უფლება) და მათთან კავშირში კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას. ეროვნულ დონეზე არაეფექტიანი გამოძიების ნაწილში განმცხადებლები კონვენციის მე-3 მუხლთან ერთად, ასევე უთითებენ კონვენციის მე-13 მუხლის (უფლება დაცვის ეფექტიან სამართლებრივ საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზეც.

"2014 წლის სექტემბრიდან მუსლიმი თემი ვერ ახერხებს ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის გახსნას, ადგილობრივი მოსახლეობის, (რომელიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიაკუთვნებს) წინააღმდეგობისა და დისკრიმინაციული დევნის გამო. პროტესტის გამოსახატად ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 2014 წლის 10 სექტემბერს იძულების უკიდურესი და მუსლიმი თემისთვის შეურაცხმყოფელი ფორმა აირჩიეს  და შენობის შესასვლელთან ღორი დაკლეს, ხოლო შენობის კარზე დაკლული ცხოველის თავი ჩამოკიდეს. პროტესტმა უფრო მასშტაბური სახე  15 სექტემბერს მიიღო, როდესაც პანსიონატის გახსნა იგეგმებოდა. ამის შემდგომ, ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა 24-საათიანი მორიგეობა და პანსიონატში შესვლის პროცესზე კონტროლი დააწესეს. პროტესტი ამ ინტენსივობით გაგრძელდა 2014 წლის ნოემბრამდე, სანამ პანსიონატში მყოფი ბოლო განმცხადებელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა შენობა. ადგილობრივები პერიოდულად ისევ ახერხებდნენ პანსიონატის წინააღმდეგ ორგანიზებას (მაგ. შეკრება კიდევე ერთხელ გაიმართა 2015 წლის ივლისს). ამ პერიოდში განმცხადებლები მუდმივად ხდებოდნენ ისლამოფობიური, თურქოფობიური დამამცირებელი მიმართვების (მაგ. ‘თურქებო’, ‘თათრებო’ ‘მოღალატეებო’ ‘მუსლიმები აქ არ გვინდა’ ‘წადით აქედან თურქეთში და იქ ილოცეთ’) ადრესატები", - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

სრული განცხადება იხილეთ ბმულზე: https://emc.org.ge/2018/02/02/emc-ქობულეთი/





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics