09:03 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 13:00:55, 2711 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

ნობელის პრემიაზე ნომინანტების წარდგენის პირველი ეტაპი  დასრულდა. 

მშვიდობის კვლევის ნორვეგიის ინსტიტუტის დირექტორის ჰენრიკ ურდალის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წლის განმავლობაში ზედიზედ მესამედ ნობელის პრემიის ერთ-ერთი პრეტენდენტია.

Deutsche Welle-ის ინფორმაციით,  ავტორმა, რომელმაც ანონიმურობა ამჯობინა, ტრამპის დაჯილდოება „მშვიდობის დასამყარებლად ენერგიული მეთოდებით ბრძოლისთვის“ მოითხოვა.

თებერვლის ბოლომდე პრეტენდენტების დასახელება გრძელდება,  თუმცა ამჯერად ამას კომიტეტის ხუთი წევრი გააკეთებს. მათ გარდა კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ პარლამენტარებს, მინისტრებს, საერთაშორისო სასამართლოების წევრებს, უნივერსიტეტების პროფესორებს საზოგადოებრივი მეცნიერების, ისტორიის, ფილოსოფიის, სამართლის და თეოლოგიის მიმართულებით, ნობელის პრემიის ლაურეატებს, უკვე დაჯილდოებულ ორგანიზაციებს, ასევე ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ყოფილ და მოქმედ წევრებს.

პრემიის ფულადი ოდენობა წელს 9 მილიონი შვედური კრონია (დაახლოებით 940 ათასი ევრო). გამარჯვებულთა ვინაობა 2018 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics