09:03 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 12:29:16, 2421 ნახვა

მსოფლიო
სანკტ-პეტერბურგში მაღაზიაზე თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სანკტ-პეტერბურგში საიუველირო მაღაზიაზე თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი, - ამის შესახებ რუსული გამოცემა Fontanka იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთი თავდამსხმელია, 45 წლის ვალერი მელნიკოვია, ბათუმიდან.

მედიის ცნობით, მელნიკოვი 2012 წელს ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

გუშინ მომხდარი ორმხრივი სროლის დროს საქართველოს მოქალაქეს ორი ტყვია მარჯვენა მხარსა და იდაყვში მოხვდა. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, აბდულაღაპოვს, რომელიც დაღესტანიდან არის, ის გულმკერდისა და წელის არეში დაიჭრა და ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სანქტ-პეტერბურგში სამართალდამცველებმა საიუველირო სალონის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics