15:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 11:53:41, 1535 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ავტომანქანები მინისტრთა კაბინეტისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა გადავწყვიტეთ, 96-ვე საპატრულო პოლიციისთვის გადაგვეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის მთავრობასა და  კორპორაცია „მიცუბიშს“   96 ერთეული  ჰიბრიდული და ელექტრომანქანის გადმოცემისთვის მადლობას უხდის.

კვირიკაშვილის განმარტებით, ავტომობილები  მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 96-ივე პოლიციას გადასცემოდა. კვირიკაშვილის განმარტებით, სწორედ პოლიციის წარმატებაზეა დამოკიდებული დიდწილად ქვეყნის წარმატება და უსაფრთხოება:

„გასულ კვირიაში იაპონია ძალიან აქტუალური იყო საქართველოში, ამისთვის გქვონდა 2 მიზეზი, ერთი-ლევან გორგაძემ მოიპოვა იაპონიის იმპერატორის თასი და ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონიის ელჩმა პირველმა მომილოცა ეს წარმატება.  დიდი მადლობა, ბატონო ელჩო, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა, ასევე აქტუალურია იაპონია ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, რისთვისაც ჩვენ შევიკრიბეთ დღეს. მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კორპორაცია  „მიცუბიშის“ ამ ძალიან მაგარი საჩუქრისთვის, ეს გახლავთ 96 ერთეული  ჰიბრიდული და ელექტრომანქანა  პატრულისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ავტოპარკის განახლების კუთხითაც და ახალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხითაც, საქართველოში  მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება გახლავთ ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი  პრიორიტეტი და სტრატეგიის  შემადგენელი ნაწილი.ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს გახლავთ ავტომანქანების ტექნიკური ისნპექტირების დაწყება. ეს გახლავთ დაბეგვრის კუთხით შეღავათიანი დასაბეგრი რეჟიმი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებზე, ელექტროავტომანქანების იმპორტი  მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დასაბეგრი განაკვეთები. შედეგად მივიღეთ ის, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ავტომანქანების 35-40%  სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია და,   რა თქმა უნდა, ეკოლოგიაზე ზრუნვა თითოეული  ჩვენგანის ვალია და ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ.

ეს ავტომანანქები თავდაპირველად განკუთვნილი იყო მთლიანად მინისტრთა კაბინეტისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც დავსვი საკითხი, მოდით, მივიღოთ  გადაწყვეტილება და მთლიანად ეს ნაჩუქარი 96 ავტომობილი გადავცეთ საპუტრულო პოლიციას,  იყო სრული მხარდაჭერა მინისტრთა კაბინეტში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სწორედ საპატრულო პოლიცია იყოს პიონერი ასეთი სიახლეების დანერგვისა ჩვენს ქვეყანაში.

პოლიციაში ბევრი სიახლე ინერგება და ძალიან საინტერესო გეგმებია, მინდა, მინისტრს წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში.  პოლიციის წარმატებაზეა დიდწილად დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც საკუთარი სიცოვხლის რისკის ფასად იცავს ჩვენს ქვეყანაში წესრიგს,  ჩვენი მოქალაეების უსაფრთხოებას და აშენებს საფუძველთა საფუძველს ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics