2018-02-01 17:09:20, 2758 ნახვა
მსოფლიო
სიცილიაში, მაფიასთან კავშირის ბრალდებით 20-ზე მეტი პირი დააკავეს
სიცილიაში, მაფიასთან ბრძოლის ფარგლებში 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, დილით 200-მდე პოლიციელმა 23 პირი აიყვანა, რომლებიც ფულის გათეთრებაში, ნაკოტიკებით ვაჭრობასა და ფალსიფიცირებული საბუთების დამზადებაში არიან ეჭვმიტანილნი.
ერთ-ერთი დაკავებული კაზინოს მფლობელი ბენედიტო ბაკია, რომელიც სიცილიური მაფიოზური ორგანიზაციის „ კოზა ნოსტრას“ მხარდაჭერით, აზარტული თამაშების ბიზნეს მთლიანად აკონტროლებდა. მას მრავალი ათასი დოლარის გათეთრებაში ედება ბრალი.
„ფსონების მეფისთვის თამაში დასრულდა“, - განაცხადა იტალიურმა პოლიციამ.
ავტორი: ,