|
2018-02-01 16:39:18, 1812 ნახვა
სამართალი
აუდიტი: 2015-2016 წლებში საზმაუს მიერ შესყიდვები ბაზრის კვლევის გარეშე განხორციელდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მაუწყებლის მხრიდან 2015-2016 წლებში საბიუჯეტო პროცესების მართვა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხორციელდებოდა, ვინაიდან დამტკიცებული ბიუჯეტი წლის მანძილზე ძირეულად იცვლებოდა, საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული არც ერთი ხარჯის კატეგორია არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და არ ეყრდნობოდა იმ პერიოდში ორგანიზაციაში არსებულ მოთხოვნებს. „ კერძოდ: 2016 წელს ბიუჯეტით დაგეგმილი იყო არაფინანსური აქტივების ზრდა 8,222,000 ლარით, საიდანაც 5,187,800 ლარი გადატანილი და გახარჯულია ხარჯების სხვადასხვა კატეგორიაში; 2015-2016 წლებში შრომის ანაზღაურებამ ნაცვლად საკასო შესრულების მიხედვით წარმოდგენილი 431,213 ლარის და 521,278 ლარისა, რეალურად შეადგინა, შესაბამისად, 16,652,617 ლარი და 21,329,289 ლარი. მაუწყებელში, წლების განმავლობაში დანერგილი საბიუჯეტო პროცესების მართვის პრაქტიკა, ქმნის მცდარ სურათს და მოლოდინებს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით, ასევე რისკის ქვეშ აყენებს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მიღწევას“,-ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს. ამასთან, აუდიტის სამსახურის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სამეურვეო საბჭო მაუწყებელზე ფინანსურ და მმართველობით კონტროლს წარმართავდა მნიშვნელოვანი სისუსტეებით. „კერძოდ: მაუწყებლის ყველა თანამშრომელი, გარდა გენერალური დირექტორისა, ირიცხება შტატგარეშე თანამშრომლად; სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლად, მაუწყებლის გენენერალურმა დირექტორმა თანამშრომლებს გაუზარდა ხელფასი 1,182,139 ლარით; მაუწყებელმა, სამურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში კანონით განსაზღვრული შესაბამისი ცვლილების შეტანის გარეშე, გასწია შემდეგი ხარჯები: 3,704,559 ლარი - 2015 წელს და 4,302,233 ლარი - 2016 წელს“,-აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, გამოცხადებული ტენდერების მნიშვნელოვან ნაწილში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი: 2015 წელს: 78 ტენდერიდან - 38 ტენდერში (49%) ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით - 2,491,952 ლარი. 2016 წელს: 93 ტენდერიდან - 44 ტენდერში (47%) ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 1,253,280 ლარი. „ტენდერებში, სადაც ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, 2015 წელს ფასის კლება მოხდა მხოლოდ 6%-ით, ხოლო 2016 წელს - 4%-ით. სრულიად განსხვავებული შედეგია, როდესაც ერთ პრეტენდენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა: 2015 წელს ფასი 20%-ით, ხოლო 2016 წელს - 40%-ით შემცირდა. შესყიდვების წლიური დაგეგმვა ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით: 2015 წელს: დაიგეგმა ორი შესყიდვის კლასიფიკაციის (CPV) კოდით 4,000,000 ლარის ოდენობის შესყიდვა, რაც შემცირდა 134,650 ლარამდე. 2016 წელს: დაგეგმილი 3,391,035 ლარის შესყიდვა საერთოდ არ განხორციელებულა. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტი | 2017 სახელმწიფო აუდიტის სამსახური | შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 4 2 შემთხვევაში (შესყიდვის ჯამური ღირებულება 364,050 ლარი), სატენდერო დოკუმენტაცია მორგებულია კონკრეტული მოდელის საქონლის მახასიათებლებს. დეკორაციული სამუშაოების შესყიდვებში: გამოცხადებულ 26 ტენდერზე (სახელშეკრულებო თანხით - 569,913 ლარი) ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა, აქედან, 16 შემთხვევაში, ტენდერში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი. 26 შესყიდვიდან, 16 შემთხვევაში - გამარჯვებულად გამოვლინდა ერთი და იგივე კომპანია. მაუწყებლის მიერ ბაზრის კვლევის გარეშე განხორიციელებულ შესყიდვებში, სადაც მონაწილეობას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იღებდა, მაღალია არაეკონომიურად შესყიდვის რისკები“,-ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)