|
2018-02-01 16:32:09, 1981 ნახვა
სამართალი
კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო რეგიონში კვლავ პირველია
2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 113 ქვეყანას შორის კი საქართველო 0.61 ქულით 38-ე ადგილს იკავებს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა შემდეგ ფაქტორებში: კორუფციის არარსებობა, მთავრობის უფლებამოსილების შეზღუდვები და აღსრულება (კანონის/გადაწყვეტილების). საქართველო კორუფციის არარსებობის კომპონენტში 0.71 ქულით რეგიონში პირველს, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 23-ე პოზიციას იკავებს. კანონის უზენაესობის შესაფასებლად გამოყენებული ფაქტორების თანახმად, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს აქვს წესრიგი და უსაფრთხოების ფაქტორის კუთხით, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო რეიტინგში 0.79 ქულით 30-ე პოზიციას იკავებს. 2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მაჩვენებლებით წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საბერძნეთი (39), უნგრეთი (50), ბულგარეთი (55), უკრაინა (77) და სხვა. ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა (ექსპერტთა) და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. 2017 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიო რეიტინგში ლიდერობს დანია (პირველი ადგილი), ნორვეგია და ფინეთი მე-2 და მე-3 ადგილებს იკავებენ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვენესუელას (113-ე ადგილი), კამბოჯას (112-ე ადგილი) და ავღანეთს (111-ე ადგილი) აქვთ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)