|
2018-02-01 15:48:19, 1920 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა განახლდა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. დღესვე დაიწყება პროკურატურის მოწმეთა დაკითხვა, თუმცა პროკურორი მათ ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს. ზვიად ფხაკაძეს მიაჩნია, რომ მოწმეთა ვინაობის გამჟღავნებამ შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს საქმის მსვლელობაზე. სავარაუდოდ, სასამართლოს წინაშე ის არასრულწლოვნები დაიკითხებიან, რომლებიც შემთხვევის დღეს ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ. საქალაქო სასამართლოში, სხდომათა დარბაზთან იმყოფება ერთ-ერთი გარდაცვლილის მამაც. არ არის გამორიცხული, დასაკითხად დღეს ისიც გამოიძახონ. ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ.-ს ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეზე არ არის სრულყოფილი გამოძიება ჩატარებული. მისივე თქმით, გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წარიმართა. „დარწმუნებული ვარ, სასამართლო ამას აუცილებლად დაინახავს“,-დასძინა ტარიელ კაკაბაძემ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)