19:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 10:57:19, 355 ნახვა

პოლიტიკა
ილია მეორე: არ მახსოვს შემთხვევა, მთავრობის რომელიმე წევრს ჩემთვის რჩევა ეკითხოს

„არ მახსოვს  შემთხვევა,მთავრობის რომელიმე წევრს ჩემთვის რჩევა ეკითხოს“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  ეკა ხოფერიას თოქ-შოუში განაცხადა. 

უწმინდესის თქმით, ქართველები კატეგორიული ხალხი ვართ და არ გვიყვარს ერთმანეთის მოსმენა. 

„ მე არ მახსოვს შემთხვეა, მთავრობის  რომ რომელიმე  წევრს ჩემთვის რჩევა ეკითხოს. გარდაცვლილი ბატონი ედუარდ შევარდნაძე წერდა, რომ  რჩევას მეკითხებოდა. პრობლემები ძალიან ბევრია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ და ვგრძნობდეთ, რომ ჩვენს უკან არის საქართველო. საქართველოს შველა უნდა. ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს, რა უნდა გავაკეთოთ სამშობლოსთვის. 

ჩვენ უპირველესად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, ჩვენ გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა. ჩვენ ვართ ამპარტავნები, ჩვენ გვაქვს კატეგორიური ბუნება - მე რასაც ვფიქრობ, ის არის ჭეშმარიტება და სხვისი მოსმენა აღარ მჭირდება, - ასე ფიქრობს მრავალი. ადამიანმა უნდა მოსმინოს სხვისი აზრიც, უნდა გაანალიზოს სხვისი ნათქვამი“, - განაცხადა ილია მეორემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics