06:02 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-14 10:46:09, 426 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: პატრიარქში არის მთის ემოცია, სიყვარული და სიმტკიცე

„პატრიარქში არის მთის ემოცია, სიყვარული და სიმტკიცე“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეკა ხოფერიას თოქ-შოუში განაცხადა. 
„ჩემი ისტორია პატრიარქთან დაკავშირებით  საინტერესოდა იწყება, საერთოდ  პატრიარქი სიტყვა, ის რომ ეკლესიაში არსებობდა  იერარქიები გავიგე  საქართველოს პატრიარქ ილია მეორისთან  მიმართებაში. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც დედამ მომიყვა,  რომ  საქართველოს ჰყავს ასეთი ახალი პატრიარქი და  5 თუ 6- ის ვიყავი და  ამ მომენტრში პირველად გავიგე, რომ არსებობს პატრიარქი, რომ ეკლესიაში ჩემთვის ბუნებრივია ასოცირებული იყო  იმასთან, რაც სახლში  ხდებოდა  დიდედაჩემი  როგორ ლოცულობდა.  თვითონ ასე ეკლესიას არ ვიცნობი, უცებ გავიგე, რომ  არსებობს ეკლესიაში იერარქია, ეკლესიას ჰყავს  თავი და ასეთი განსაკუთრებული ადამიანი მოვიდა ახლა ეკლესიის სათავეში. მაშინ გავიგე ილია მეორის შესახებ“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
მარგველაშვილის თქმით, პირველი შეხვედრა პატრიარქთან ახალგაზრდობაში შედგა.
„პირველი შეხვედრა შედგა მაშინ, როდესაც ახალგაზრდები, რომლებიც კომკავშირს ვებრძოდით, ლოგიკურად მოვხვდით პატრიარქთან. პატრიარქთან შეხება იყო უაღრესად საინტერესო და ამაღელვებელი. ალბათ თითოეული ჩვენთაგანის ბიოგრაფიაზე იმოქმედა ამ შეხვედრამ. უცნაური იყო, მაშინ გვესაუბრებოდა პატრიარქი იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური აქტიურობა უნდა იყოს მიმართული უმწეოთა დახმარებისკენ, სიყვარულისკენ, კეთილი საქმის კეთებისკენ. უკვე ოპოზიციაში რომ ვიყავი, 2011 თუ 2012 წელს, ერთგვარად განმეორდა ეს რიტორიკა. პატრიარქმა მითხრა, ძალიან მომწონს შენი გამოსვლები, მაგრამ ძალიან გთხოვ, შეურაცხყოფა არ მიაყენო ოპონენტს და უხეშად არ მოექცე ოპონენტს ეთერში. სხვათა შორის ჩემზე ამან იმოქმედა და თუ მანამდე რაღაც ზედმეტად ცინიკური ვიყავი ან ზედმეტად აგრესიული, იმოქმედა მისმა ამ მოწოდებამ, არ დავკარგო განცდა, რომ ჩემს წინაშე ზის ადამიანი და არ ვატკინო მეორეს“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ  უწმინდესი მისთვის ასოცირდება სამშობლოსთან,  ქართველობასთან და სიყავრულთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics