|
2018-02-01 08:39:02, 1810 ნახვა
კომენტარი
ბაგა-ბაღი „იმედის“ აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ საეჭვო პროდუქტებს ლაბორატორიული შემოწმება უტარდება
ბაგა-ბაღი "იმედის" აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ საეჭვო პროდუქტებს ლაბორატორიული შემოწმება უტარდება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახა გვანცელაძემ განაცხადა. სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ, იყო თუ არა საკვები სამი აღსაზრდელის მოწამვლის მიზეზი. გვანცელაძე არ გამორიცხავს, რომ მცირეწლოვნები ენტერო ვირუსით დაავადდნენ. „სამი ბავშვი, რომმელიც კლინიკაში იყო განთავსებული, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი გაწერა უახლოეს საათებში მოხდება. რაც შეეხება მიზეზებს- ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, ჩართულია სურსათის უვნებლობის სააგენტო, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მივიტანეთ სინჯები. წინასწარი მონაცემებით, როგორც ექიმები გვეუბნებიან, შესაძლოა ეს იყოს ენტერო ვირუსი", - განაცხადა გვანცელაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ 5 აღსაზრდელი გუშინ შეუძლოდ გახდა. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, მათგან სამი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ორი მშობლებმა სახლში წაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)