11:30 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 19:37:45, 2188 ნახვა

სამართალი
შსს-მ ტრანსგენდერი ქალის, მირანდა ფაღავას ცემის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბ.ო.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, მ.ო.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ანტიფაშისტური საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არეულობა დაიწყო
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics