|
2018-01-31 19:31:19, 1992 ნახვა
სამართალი
შოთაძე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე: პროკურატურა ხელს არავის აფარებს
„პროკურატურა ხელს არავის აფარებს“, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. შოთაძე საქმის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ისინი გამოძიების დისკრედიტაციას ცდილობენ“. „თავიდანვე გავრცელდა გარკვეული სპეკულაციები ამ საკითხზე და ის ადამიანი, ვისი შვილიც მონაწილეობდა ამ ინციდენტში უკვე გარკვეული პერიოდია აღარ მუშაობას პროკურატურაში. რაც შეეხება ადვოკატების განცხადებებს, ჩემთვის სრულად გასაგებია მათი პოზიცია. ეს არის მათი ტაქტიკა და ცდილობენ გამოძიების დისკრედიტაციას. თუმცა რეალობა არის სხვა. ამ ინციდენტში მონაწილეობდა ათეულობით არასრულწლოვანი. ყველა მონაწილე ამ ინციდენტის დაკითხულია. ეს ადამიანები ასევე დაიკითხებიან სასამართლოში, შესაბამისად მათ აქვთ სრული შესაძლებლობა სასამართლოს მიაწოდონ ის რეალობა, რაც მოხდა იმ საზარელ დღეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე გამოძიების მეირ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ყველა შემსწრე პირის დაკითხვისას მიღებული ინფორმაციით გამოკვეთილია ორი პიროვნება, რომლებიც ამ ეტაპზე მიცემული არიან პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისათვის“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)