11:30 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 19:16:48, 1990 ნახვა

სამართალი
გახარია - ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე უნდა დადგეს ისეთი განაჩენი, რომლის სამართლიანობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს

„ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც უნდა დადგეს ისეთი განაჩენი, რომლის სამართლიანობასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გამოძიების პროცესი სწორი გზით მიდის.

„გამოძიება ელოდება გარკვეული ექსპერტიზების პროცესს. მე მესმის ადვოკატების. ადვოკატები ხშირად მსგავს განცხადებებს, მედია განცხადებებს იყენებენ თავიანთი სტრატეგიის განსახორციელებლად. ჩვენ ერთ მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ გამოძიების პროცესი მიდის სწორი გზით. თუ იქნება დამატებითი ფაქტორები გამოვლენილი, ეს იქნება გათვალისწინებული. პროცესი გადაინაცვლებს სასამართლოში და ის შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელზეც არის დაფუძნებული სასამართლო, მოიტანს ერთმნიშვნელოვნად სწორ შედეგს. რა თქმა უნდა, ჩვენ აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი საქმე, რომელზეც უნდა დადგეს ისეთი განაჩენი, რომლის სამართლიანობასაც ეჭვქვეშ არავინ დააყენებს“, - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთი მოზარდი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ანტიფაშისტური საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არეულობა დაიწყო
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics