|
2018-01-31 18:47:23, 1827 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში ჩაერთვება
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის პროცესში ჩართვას აპირებს. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, სამსახურის შექმნასა და მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. "გვაქვს შეკითხვები, რამდენად მოხდება ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც ჩვენ გვრჩება საპროკურორო ზედამხედველობა ინსპექტორის საქმიანობაზე გამოძიების მიმდინარეობის დროს. თუმცა ჩვენ გვჭირდება გვქონდეს ნამდვილად დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი. სახალხო დამცველი აუცილებლად ჩაერთვება ამ პროცესში და გვექნება შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისთვის, პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნება, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)