|
2018-01-31 18:38:20, 2048 ნახვა
სამართალი
პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება
პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება. ინიციატივის თანახმად, ინსპექტორი იმ დანაშაულებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი. „ჩვენ ძალიან მალე, ქვეყანაში მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს, სახელად - "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური", რომელსაც საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება ექნება. პირველი, ის გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების, ცემის და სხვა ტიპის მოპყრობის ფაქტებს, ასევე დანაშაულებს, რომელიც სრულდება ან შეიძლება დასრულდეს მოქალაქის მოკვდინებით სამართალდამცველი ხელისუფლების ხელში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს. ქალდანმა უწყებათა შორის ინტერესტთა კონფლიქრი გამორიცხა და აღნიშნა, სამსახურის შექმნა წინ გადადგმული ნაბიჯია.
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)